saWmeli sokoebi - xeTamxali

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Вёшенковые
Род: Вёшенка
Вид: Вёшенка обыкновенная
Латинское название: Pleurotus ostreatus

 

ხეთამხალი - (ინგ. Pleurotus ostreatus) (რუს. Вёшенка обыкновенная)

სინონიმი: კალმახა-სოკო

ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, მოთეთრო, მონაცისფრო ან მურაა, გვერდელა. თეთრი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური ფეხი აქვს ან სრულიად არ გააჩნია; სუბსტრატზე მიმაგრების ადგილას შებუსულია. იზრდება კრამიტისებურად დაწყობილ ჯგუფებად, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან გამხმარ და დამპალ ხეებზე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე; განსაკუთრებით ბევრია თელასა და წიფელზე. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. ცნობილია კალმახასოკოს, წიფლისსოკოს და ხისსოკოს სახელწოდებითაც.

ბევრ ქვეყანაში აშენებენ ხელოვნურად. იჭმება ახალი.